აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მერაბ სეფაშვილი- „ჩემი თავის კულტურის მინისტრი თავად გახლავართ!..“

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ დაინტერესდება კულტურაში მოღვაწე ადამიანების კრიტიკული მოსაზრებები საიდან მოდის, მერაბ სეფაშვილი „რეაქციაში“, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკუთარი თავის კულტურის მინისტრი თავადაა.

მერაბ სეფაშვილი:

„იმდენად არეულია ზოგადად ქვეყანაში სიტუაცია, რომ ამ ეჭვის საფუძველი არის. დიდი შანსია, არც იყოს. გააჩნია, როგორ მიუდგები. რეალურად, ნაცნობი სიტუაციაა. მე ნაკლებად ვიცი ეს ამბები, რადგან არ ვარ არც თეატრის, არც ოპერის თანამშრომელი და ჩემი თავის კულტურის მინისტრი თავად გახლავართ.

აქ მიდის პოლიტიკური ჭადრაკი, ამ განცხადების შემდეგ, შეიძლება, გააკეთოს კომენტარი, რას ლაპარაკობთ ასე არ მითქვამსო… წინსწრებით ლაპარაკი ძალიან უხერხულია…“

დატოვეთ კომენტარი