აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა დაავადებაა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომლის დიაგნოზიც კახა კალაძეს დაუსვეს

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ათეროსკლეროზი;
  • ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
  • არტერიების გასკდომა;
  • სისხლძარღვების ანთება;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
  • ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
  • ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა;
  • ამინიდის ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ოფლიანობა;
  • გულისცემის ცვლილებები;
  • არტერიული წნევის ცვლილებები;
  • უხერხული შეგრძნება კიდურებში;
  • სწრაფად დაღლა;
  • სისუსტე

ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.

კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს

დატოვეთ კომენტარი