აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ირინოლა – ხელისუფლების აგენტი პროვოკატორი

წარმოიდგინეთ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმე, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირია. ასეთი საქმე პროკურატურაში ათეულობითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში პირის დასაპატიმრებლად გამოძიება აგენტ-პროვოკატორს იყენებს. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო თავისუფლება აღწერს, როგორ აკავებს პროკურატურა მათ, ვის მიმართაც ხელისუფლებას პოლიტიკური, ან ხელისუფლების წარმომადგენლებს – პირადი ანგარიშსწორება აქვთ გადაწყვეტილი.

ეს არის ამბავი ირინოლაზე – აგენტ-პროვოკატორ ქალზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელით ათეულობით საქმეში შეგხვდებათ.

ირინოლა – საინტერესოდ მოსაუბრე ქალი, ვულგარული ჩაცმულობით, ძვირფასი აქსესუარებით და უცნაურად მოხატული ფრჩხილებით, მსხვერპლს მახეში ინტიმური ურთიერთობით აბამს.

მსხვერპლი #1 – ბერიანიძე საქართველოს წინააღმდეგ

ასე დასათაურდება საჩივარი, რომელიც 2021 წლის 27 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩაბარდა. ამ საჩივრის ავტორი კასპელი აკაკი ბერიანიძეა.

2015 წლის 31 მარტს აკაკი ბერიანიძე ფინანსურმა პოლიციამ ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადებით ათეულობით ათასი ლარის შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა.

ბერიანიძე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევას დავობს – მათ შორის ამბობს, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები და ამტკიცებს, რომ პროვოკაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო მოუწყვეს.გაგრძელება

დატოვეთ კომენტარი