ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვინ მოკლა ქალი ჯავახიშვილის ქუჩაზე-სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა

“კურიერის” ინფორმაციით, ქალი რომლის ცხედარიც ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი2-ს”, მეზობლებმა დაუდასტურეს. შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, 85 წლის ქალის ცხედარი დღეს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა ნახეს, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი