დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სევასტოპოლის სანაპიროებთან რუსული სამხედრო ხომალდები შენიშნეს

არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი სევასტოპოლის ყურედან გაიყვანეს. ასევე, აფეთქებების შემდეგ რუსებმა ააფრინეს საბრძოლო ვერტმფრენი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, ხომალდები ყირიმის სანაპიროზე ნოვოროსიისკამდე უსაფრთხო ტერიტორიებს აფარებდნენ თავს.

ცნობისთვის, დღეს, 20 აგვისტოს, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა. იქამდე კი აფეთქებების სერია იყო ოკუპირებული ყირიმის ევპატორიასა და ბახჩისარაიში

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის სანაპიროებთან აფეთქებების შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უკვე შენიშნეს რუსული სამხედრო ხომალდები. უკრაინული მედია თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი სევასტოპოლის ყურედან გაიყვანეს. ასევე, აფეთქებების შემდეგ რუსებმა ააფრინეს საბრძოლო ვერტმფრენი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, ხომალდები ყირიმის სანაპიროზე ნოვოროსიისკამდე უსაფრთხო ტერიტორიებს აფარებდნენ თავს.

ცნობისთვის, დღეს, 20 აგვისტოს, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა. იქამდე კი აფეთქებების სერია იყო ოკუპირებული ყირიმის ევპატორიასა და ბახჩისარაიში

დატოვეთ კომენტარი