დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხის პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებული ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოფოშია მოთავსებული.

28 წლის კაცს გამჭოლი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეკრებილი არიან გურამ სვანიძის ოჯახის წევრებიც, რომლებიც პრეტენზიებს პენიტენციურ დაწესებულებას და ფსიქიატრიულს უყენებენ.  

სუიციდის მცდელობა იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასჯელაღასრულების დაწესებულებაში აბრუნებდნენ.

პატიმრის დედა მომხდარზე საუბრობს და ვერ აუხსნია, თუ როგორ წაართვა ბადრაგს იარაღი გურამ სვანიძემ.

„თითქოს ყველაფერი კარგად იყო, დღეს მოვდიოდი სანახავად და სანამ მოვიდოდი მითხრეს, რომ მას აქვს თვითდაზიანება. მოვედი და უკვე ოპერაცია კეთდებოდა. აქვს გამჭოლი ჭრილობა თავში, დაზიანებული აქვს ტვინი. როგორ მოხდა იარაღი მის ხელში, იქ იყო რამდენიმე გასროლაო და ერთი ის ვიცი, რომ იმ ბიჭს ვერ უნდა წაერთმია ბადრაგისთვის ვერანაირად იარაღი. მით უმეტეს თუ იქ ექიმებიც იყვნენ, ექიმების გარეშე გადაყვანა არ უნდა მომხდარიყო“. – ამბობს  დედა.
 

28 წლის ბიჭის ოჯახის წევრებს უჩნდებათ ეჭვები და ვერ აუხსნიათ, რას აკეთებდა იარაღიანი კაცი დაწესებულებაში.

„ასეთ დახურულ დაწესებულებაში, ბადრაგი არავითარ შემთხვევაში იარაღით არ შედის. მიჩნდება ეჭვები რომ რატო შევიდა იარაღით აბდრაგი, რატომ გადაჰყავდათ იარაღის თანხლებით? როგორ მოხვდა იქ იარაღიანი კაცი არ ვიცი, არ უნდა ყოფილიყო ასე ფაქტია“. – ამბობს ოჯახის წევრი

რა ბედი ეწევა ბადრაგებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ეტაპირების პროცესში და დადგება თუ არა იმ პირის პასუხისმგებლობის საქმე, რომელსაც იარაღი ჰქონდა, ჯერ უცნობია. 

პატიმარს გაუკეთდა ოპერაცია და ის მართვით სუნთქვაზეა.

გურამ სვანიძე 2 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი გახდა საწვავი, რომლის საფასურიც 28 წლის ბიჭმა არ გადაიხადა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მშობლების თხოვნა, და გადასახადის გადახდის შეთავაზების მიუხედავად, მან მაინც გაუშვა საპატიმროში სვანიძე.

სწორედ ამის შემდეგ დაეწყო პატიმარს ფსიქიკური პრობლემები.

დატოვეთ კომენტარი