დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საზარელი დანაშაული კახეთში – 28 წლის ქალი შშმ პირს პურის საჭრელი დანით გაუსწორდა

კახეთში შშმ პირი აწამეს. 50 წლის კაცს, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, პურის საჭრელი დანით გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მამაკაცს გულის და ფილტვების არეში აქვს მიყენებული, დასერილი აქვს ხელები. მოძალადემ მსხვერპლს ჭრილობებზე ფეხსაცმლის მოსავლელი საშუალებები წაუსვა და ისე აწამა. 

შშმ პირის გადარჩენას მედიკოსები ამ დრომდე ცდილობენ. 

მსხვერპლის ოჯახი დამნაშავედ მეზობელს ასახელებს. სავარაუდო დანაშაული 28 წლის ქალმა არაფხიზელ მდგომარეობაში აწამა.

დაჭრილი მამაკაციც ძმა მომხდარის დეტალებს ყვება. მისი თქმით, ძმა, რომელიც შშმ პირია, თანასოფლელებთან ერთად ერთ-ერთ სახლში ქეიფობდა, სადაც მასპინძლის გარდა 28 წლის ქალიც იმყოფებოდა. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა.  50 წლის კაცი მეზობლის სახლში სისხლდენით საწოლში იქამდე იწვა, ვიდრე მასპინძელმა სისხლის კვალი არ აღმოაჩინა. 

ხელი ჰქონდა ჩაჭრილი, გადახსნილი და ხელები ჰქონდა სულ აჩეხილი. ამ პერიოდშ დაარტყა დანა იმ გოგომ, ფილტვია და გულამდეა მისული… მერე კიდევ ტუფლის მაზი წაუსვეს და რომ მივიდნენ სამართალდამცავები, სისხლი ჰქონდა ზედ შემხმარი, – ამბობს დაჭრილის ძმა. 

მომხდარს იხსენებს მასპინძელიც.

დაჭრილი იყო ადამიანი, გონზე იყო იმ ომენტში. მე ვუთხარი, სასწრაფო ხომ არ გამოვუძახო? და არაო, მაგრამ მერე შევატყვე, რომ კაცი ცუდადაა და დავრეკე, აბა, რა მექნა. იმ გოგომ დაჭრა, – ამბობს მასპინძელი.

არსებული ინფრომაციით, 28 წლის ქალმა დანაშაული უკვე აღიარა. 

პოლიცია არ ამბობს რა მუხლით დაიწყო ძიება და რატომ არის ამ დრომდე თავისუფლებაზე ქალი, რომელიც მეზობლის წამებაშია ეჭვმიტანილი.

დატოვეთ კომენტარი