დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც” – კალაძე

რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც” – თბილისის მერი, კახი კალაძე Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით “ოცნებიდან” წასული დეპუტატების აზრს იზიარებს.  მისი თქმით, შვეიცარიული ბანკის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს

“რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს”, – თქვა კალაძემ. 

დატოვეთ კომენტარი