ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს

კახა კალაძეს საბოლოო დიაგნოზი დღეს, 28 მარტს დაუდგინდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძე თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობის დინამიკა დადებითია.

რა არის და რა სიმპტომები აქვს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულურ დისფუნქციას, რომელიც თბილისის მერს, კახა კალაძეს დაუდგინდა,კოხლეო-ვესტიბულური აპარატი წონასწორობის დაცვაზეა პასუხისმგებელი და შიგნითა ყურშია მოთავსებული. ამ სისტემას, როგორც ყველა ორგანოს, აქვს სისხლმომარაგება.

ადგილობრივი სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო კი იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, წონასწორობის დაკარგვა, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება, არტერიული წნევის რყევა და ა.შ.

 

დატოვეთ კომენტარი