დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობის გაკრიტიკების თავისუფლება არის ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – დეგნანი “მთავარი არხის” დაჯარიმებაზე

მთავრობის გაკრიტიკების თავისუფლება არის ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მორიგი სოლიდური ჯარიმა დააკისრა მთავარ არხს, ვიდეორგოლისთვის, “შინ ევროპისკენ”:

“ეს ძალიან სამწუხარო რამ არის. ეს არის სიტყვის თავისუფლების საკითხი, მათ შორის ისეთი აზრების გამოთქმის საკითხიც, რომლებიც აკრიტიკებს მთავრობას. მთავრობის გაკრიტიკების თავისუფლება არის ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 27 წლისთავია, ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს”.ამბობს კელი დეგნანი.  

დატოვეთ კომენტარი