დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვიდეოკამერები არ მუშაობს – პენიტენციურის პასუხი ომბუდსმენს, გოგაშვილის მუქარის საქმეზე

სახალხო დამცველი სოსო გოგაშვილის საქმეზე, მიმდინარე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ე.წ. საშხაპის ეპიზოდზე მათ წარმომადგენელთანაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ დაემუქრნენ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. ომბუდსმენის ცნობით, მოითხოვეს N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, სახალხო დამცველს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, მე-12 ციხეში, მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. 

დატოვეთ კომენტარი