დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბორჯომიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით, ტყის მასივზე გავრცელდა

ხუთი დღეა ბორჯომში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივზე გავრცელდა. არსებული ცნობით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე მისვლის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. დილიდან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო თურქეთის 3 თვითმფრინავი.

შსს-ს ცნობით, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.

სპეციალურ სამსახურებს ეხმარება ადგილობრივი მოსახლეობაც.

დატოვეთ კომენტარი