ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“არ მინდოდა, მემაიმუნა” – ვლადიმერ პუტინი

“არ მინდოდა, მემაიმუნა” – ასე პასუხობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეკითხვას, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამერების თანდასწრებით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს? ალბათ, არა. ვინმეს ასეთ დონეზე თუ მოუნდება ფალსიფიცირება, ვინმეს მოტყუება, ამის გაკეთება ძნელი არ იქნება. შესაძლებელია ამ ნემსის ჩვენება, სინამდვილეში კი გაიკეთონ ფიზიოლოგიური ხსნარი, ან რაც გნებავთ, კეფირი, ან თუნდაც ფორთოხლის წვენი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაიმე ვიტამინი. ეს არასერიოზულია, ჩემი შეხედულებით, – ამბობს პუტინი. 

დატოვეთ კომენტარი