ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ეკა გიგაური – კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიას და რურუას გათავისუფლება

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება,- ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმოადგენელ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, თუ ისაუბრეს დანიელსონთან რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, გიგაური აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი მათ არ ჰქონიათ, რადგან „ეს არის პარტიების პოზიცია და შესაბამისად, ამაზე არ უსაუბრიათ.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ თუ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, ასევე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული იონსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ძალაუფლება ფაქტოიურად არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. ვსაუბრობდით იმაზე, რაც ეწერა ჩვენს განცხადებაში, რომ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი შეიცვალოს, სადაც ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანი იქნება, სადაც იქნებიან ნეიტრალური ადამიანები და ნეიტრალური ფიგურები, რომლებიც კანონის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ მათ შორის, მაშინ როცა ასეთი კრიოზისები იქნება, ასევე რა თქმა უნდა, ვსაუბროდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდიანრეობს, რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი და მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად შეიცვალოს სასამართლო და დამოუკიდებელი გახდეს. ასევე ვსაუბრობდით საარჩევნო რეოფრმაზე, რომელიც უნდა გატარდეს, ჩვენთან მოდის ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“, – განაცხადა გიგაურმა.

დატოვეთ კომენტარი