დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ფული არ არის პრიორიტეტი” – ძმები ბაირახტარები რუსეთს დრონებს არ გადასცემენ

კომპანია Bayraktar-ის  უარი რუსეთს – უპილოტო საფრენი აპარატის შემქმნელები ამბობენ, რომ რუსეთს დრონებს არ მიყიდიან. ძმები ბაირახტარების განცხადებით, ფული და მატერიალური რესურსი მათთვის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა და მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის მხრიდან უსამართლო, და აგრესიული თავდასხმის ქვეშაა, მოსკოვისთვის ბაირახტარების გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია. 

“ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ, რამდენ ფულსაც არ უნდა გვთავაზობდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გამორიცხულია ამ სიტუაციაში დრონების მოსკოვისთვის მიცემა. ამ პერიოდში ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა, ვინაიდან უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და დაუსაბუთებელი თავდასხმის ქვეშაა და შესაბამისად, ვერაფერი მიაყენებს ჩრდილს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია“. ამბობს BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ჰალუკ ბაირახტარი. 

რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში უკრაინული მხარე თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებს.  გარდა ამისა, უკრაინისა  და კომპანია ბაირახტარს შორის არსებული შეთანხმებით,  უპილოტო საფრენის აპარატების გარკვეული დეტალები უკრაინაში მზადდება.

დატოვეთ კომენტარი