დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„მამაჩემი შეყვა მათ თამაშში”-ნიკა გოგაშვილი

8 აგვისტო, დღის მეორე ნახევარიი, ავთო ვარაზის 91  – ცნობილია შეხვედრის  ზუსტი დრო და ადგილი. სოსო გოგაშვილის ხმაურიან განცხადებას გოგაშვილების ოჯახი ეხმიანება.

ადასტურებენ, რომ მათ სახლში დიმიტრი მჭედლიშვილი ნამდვილად მივიდა, მიუტანა კონტრაქტიც, რომელიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იმისთვის, რომ კითხვები არავის გასჩენოდა, საჭირო იყო ოჯახის ოფიციალური ნებართვა.

მჭედლიშვილმა კი ამ დოკუმენტით გოგაშვილთან ციხეში  შესვლა უპრობლემოდ შეძლო და როგორც თავად სუს-ის ყოფილი ბოსი ამტკიცებს ვახტანგ გომელაურის დანაბარები გადასცა. 

გოგაშვილები ამბობობენ, რომ მათ აქვთ შეხვედრის კამერების ჩანაწერებიც.

შეხვედრის ვიდეო მტკიცებულებები სწორედ ვიცე პოლკოვნიკის სახლში ინახება.

„ვიმეორებ მის სიტყვებს, რომ ეს იყო ფორმალური ხელშეკრულება, რომ რაიმე ეჭვები მის ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოების და ჟურნალისტების მხრიდან არ გაჩენილიყო. ჩვენ უკვე გვყავს ორი ადვოკატი, ეს მესამე ადვოკატი გამოჩნდა უცბად და ზუსტად ამიტომ იყო ეს ყველაფერი ფორმალური, რომ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულიყო მისი ვიზიტი ციხეში მამაჩემთან. მას დაავალეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სურვილის გადაცემა ციხეში“. – ამბობს ნინი გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის ვაჟის თქმით, დამწყებმა იურისტმაც კი იცის, რომ ხელშეკრულება შეთანხმების შემთხვევაში იდება და ბევრ კითხვისნიშანს სვამს ის ფაქტი, თუ  რატომ მოაწერა მაშინ ხელი მჭედლიშვილმა ხელშეკრულებას.

„მამაჩემი შეყვა მათ თამაშში, რასაც ისინი წამოეგნენ და მამაჩემმა ამით მოიპოვა დამატებითი მტკიცებულება. ადვოკატი რომ იძახის ვერ შევთანხმდით თანხაზეო, მაშინ რას მოაწერა ხელშეკრულებას ხელი? ამას დამწყები იურისტიც მიხვდება, რომ ხელშეკრულება რომ იდება, იდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხდება  შეთანხმება“. – ამბობს ნიკა გოგაშვილი.
 

გოგაშვილების მსგავსად, სოსო გოგაშვილის ადვოკატებიც ადასტურებენ, რომ მჭედლიშვილი მართლაც იყო სუს-ის ყოფილი შეფის სახლში მისული და იმასაც აღნიშნავენ, რომ დაპატიმრებული ვიცე-პოლკოვნიკი მათ თამაშში იმისთის აჰყვა, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოეპოვებინა.  

დატოვეთ კომენტარი