ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ღია წერილი ქალბატონ თეა წულუკიანს.-ირაკლი კაკაბაძე

ღია წერილი ქალბატონ თეა წულუკიანს.
უნდა მორჩეს ‘ნეოლიბერალური ინტელიგენციის უპირობო ბატონობა’
ქალბატონო მინისტრო,
მე მინდა თქვენი ყურადღება ქართულ კულტურაში არსებულ რეალურ და საზარელ პრობლემაზე გავამახვილო. ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი მისი შემოქმედებითი სიმდიდრეა, რომელზეც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ასერ არაჩვეულებრივად თქვა თავის გამორჩეულ ლექციაში ‘საქართველოს სულიერი მისსია’ 1990 წელს. სამწუხაროდ 1992 წლის მერე საქართველოში დაიწყო უპირობო ვაჭრული ნეოლიბერალიზმის ზეიმი, სადაც კულტურას არანაირი ადგილი არ უჭირავს – იმ დონემდეც კი რომ ეს სფერო თანამედროვე სოლომონ ისაკიჩ მეჟღანუაშვილების და ეგრეთწოდებული ‘მერკანტილური ლიბერტარიანიზმის’ მქადაგებელთა ხელში მოექცა. ‘წითელი ინტელიგენცია’, რომელიც მეცნიერული და შემოქმედებითი წვდომითაც გამოირჩეოდა თავის ნომენკლატურულ ნაკლოვანებებთან ერთად ‘ვარდისფერმა უნიჭო და შეშინებულმა ინტელიგენციამ’ შეცვალა, რომელიც მდიდრების და ნეოლიბერალური კლასის ინტერესების სადარაჯოზეა – რომელმაც სრულიად დაივიწყა ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობის’ ან ”ტარაან ქვრივის’ სული, რომელმაც დაივიწყა ავაჟა ფშაველას ‘ბახტრიონი’ და რომელიც ყველას, ვინც სიტყვა ‘ყიზილბაშს’ ახსენებს ქსენოფოად აცხადებს. ეს ადამიანები ფაქტიურად ვაჟასაც, აკაკისაც (რომლის ბაში აჩუკი პირველი ქსენოფობი ყოფილა), ილიაც და ბევრი სხვაც უკვე მალულად ქსენოფობად გამოაცხადა და ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სიყვარულის სურვილს არ აძლევს. ამასთან ერთად ამ ახალ დომინანტ ‘ვარდისფერ ინტელიგენციაში’ გაბატონებულია კლასობრივი და ვიწრო-ბიურგერული შოვინიზმი, რომელიც მევახშეების და გამომძალველი ფინანსისტების კულტურის უპირობო სამსახურშია. დღეს საქართველოში – ნამდვილი ქართული კულტურა – ისევე როგორც ნამდვილი ქართველი ხალხი – ყველა ეროვნული უმცირესობით – სრულიად მარგინალიზებულია. ადამიანების 95 პროცენტი სიე ცხოვრობს რომ მის ცხოვრებას ფასიც არა აქვს – და ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობი’ არავის ახსენდება. და ამ დიდ ოკუპაციის პირობებში ვაჟას ‘ბახტრიონიც’ სრულიად გვერდზეა გადადებული. ერმა, რომელმაც ‘ჩაკრულო’ შექმნა და კოსმოსში გაუშვა – დღს მთლიანად დაივიწყა ის, რომ მუხრან ბატონი და ბევრი სხვა უკანონო ბატონი ხალხს მთლიანად ამცირებს და უღირსებო მდგომაროებაში აგდებს. ეს უსამართლობა უკვე დიდი ხანია მკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში – 1992 წლის 6 იანვრიდან – და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ‘საქართველოს სულიერი მისსია’ არის მისი შემოქმედებითი პოტენციალის გაღვიძებაში თითეულ საქართველოს მოქალაქეში – ყველა ადამიანში ძევს ის პრომეთეული შემოქმედებთი გენიოსი, რომლზეც ზვიად გამსახურდია ლაპარაკობს თავის ლექციაში ასე არაცეულებრივად – მაგრამ 1992 წლის მერე ამ შემოქმედებითი ძალის მიჩქმალივისთვის და მდიდარი ბანდიტებისთვის დამორჩიულებისათვის ყველაფერი ხდება. ეს არის ქართული ნეოლიბერალური ანტი-კულტურის სახე. ერთ მშვენიერ დღეს ეს უნდა შეიცვალოს – ქართულ კულტურას ნამდვილად სჭირდება რუის-ურბნისის კრება – რათა ჩვენ საბოლოოდ არ ჩამოვშორდეთ ჩვენს ძირებს. ვაჟას, ილიას, აკაკის – აგრეთვე საიათნოვას, ოვანეს თუმანიანის, ნიზამი განჯევის, სერგო ფარაჯანოვის – და ბევრი დიდი ქართველი ხელოვანის და შემოქმდეის ტრადიციის გაგრძელება. ჩვენ გვჭირდება რომ ამოვიდეთ ნეოლიბერალიზმის სიყალბიდან – და თვალებში ჩავხედოთ დღევანდელ რეალობას და დაღუპვას გადავარჩინოთ არა მარტო საქართველოს განუმეორებელი კულტურა – არამედ მისი ხალხიც.
საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მარგინალიზებულია და მიტოვებულია – მდიდართა და ტრანს ნაციონალური კორპორაციების მონობაშია – ქვეყნის ხსნა არის ძალიან რთული – მაგრამ ეს შეუძლებელია არ არის.
იმედი მაქვს რომ თქვენ ამ უმძიმეს და თითქმის შეუძლებელ მისიას არ შეუშინდებით და ამ გამოწვევას ღისრეულად გაუმკლავდებით. ამას გაბედულება სჭირდება., როგორც დიდი ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ ამბობს. მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს გაბედულება თქვენ გაქვთ.
მიმართავს ირაკლი კაკაბაძე , კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს.
დატოვეთ კომენტარი