ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ანა დოლიძე აფუძნებს პარტიას „ხალხისთვის“

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აფუძნებს ამავე სახელწოდების პარტიას „ხალხისთვის“. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია.

ანა დოლიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პარტია მოემსახურება ყველაზე მთავარს – სახალხო ინტერესს.

„საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მსგავსად, ჩვენც შეწუხებული ვართ იმ პოლიტიკური ჩიხით, რაც შექმნილია ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% კონკრეტულ ოლქში, ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ პარტიას მარტივად “ხალხისთვის” ერქმევა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ანა დოლიძე კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარ დეპუტატად, სადაც მისი კონკურენტები იყვნენ გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნებიდან“ და ზურაბ ჯაფარიძე „გირჩიდან“.

დატოვეთ კომენტარი