ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე-ნიკა გვარამია

“უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე, ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა ჩემში გააჩინა”, – ეს განცხადება  “მთვარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საკუთარი მონოლოგისას “მეხუთე სიუჟეტი” გააკეთა.

ნიკა გვარამის თქმით, ზიზღისა და სიძულვილის გამო, ყველასგან პატიებას ითხოვს და თავადაც პატიობს. მისივე თქმით, პატიობს, მაგრამ არ ურიგდება არსებულ სიტუაციას, რომელიც უნდა დასრულდეს.

უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე, ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა ჩემში გააჩინა. ვაღიარებ, რომ მრცხვენია ამ გრძნობის ჩემში. მრცხვენია სიძულვილის ჩემში და ზოგჯერ მეშინია კიდეც. მეტიც, პატიებას ვითხოვ ყველასგან, ჩემი ზიზღისა და სიძულვის ყოველი გამოვლინებისთვის. პირველ რიგში იმათგან, ვისაც მე ვუყვარვარ და ასეთად არ მიცნობს, არ მიცნობს სიძულვილითა და ზიზღით განმსჭვალულს და შეუძლებელია ასეთი მოვწონდე. პატიებას ვითხოვ და ასევე თავადაც ვპატიობ მათაც. ვპატიობ, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ამ პატიებას, აინტერესებთ თუ არა ეს პატიება. მიუხედავად იმისა, აბუჩად ამიგდებენ თუ არა ამის გამო. მე მაინც ვპატიობ. ვპატიობ, მაგრამ არ მიყვარდება, არ ვურიგდები, მათი თანამზრახველი და მოკავშირე არასდროს გავხდები. ვიტოვებ მხოლოდ ლეგიტიმურ ბრაზს, ჩემი სამშობლოს დაჩაჩანაკებისთვის, რომელიც მხოლოდ მაშინ გადამივლის, როდესაც სამშობლოს დავიბრუნებთ. ვიტოვებ პატრიოტულ ბრაზს, იმიტომ რომ არ მძულს, არ მეზიზღება, მაგრამ ეს უნდა დასრუდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან, თორემ დავკარგავთ ჩვენს თავსაც და ყველაზე ძვირფასს, ჩვენს სამშობლოს”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას თქმით, “ახლა ჩვენ ვართ ე.წ. ლიმბოში, ანუ ვითარებაში, რომლისგანაც გამოსავალი არ არის, რომელსაც არაფერი არ ჰქვია და რომელსაც რაციონალური შინაარსიც კი არ აქვს”.

დატოვეთ კომენტარი