ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წარმომადგენლებს მეორედ ხვდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება. შეხვედრას მმართველი გუნდიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან. მათ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პოლიტსაბჭოს სხდომა კრისტიან დანიელსონთან პირველი  შეხვედრის შემდეგ ჩაინიშნა.

დატოვეთ კომენტარი