“ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მან ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და თავისუფლების აღკვეთის ვადა 31 მარტს ეწურება. თუმცა პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთი დღით ადრე გათავისუფლდება.
ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და – მაია რჩეულიშვილი, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.
რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.
მეტი ამბები
ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
პანდემიის გამო, პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ 30 პირი დაესწრება
ფრთხილად!-გაფრთხილება მშობლებს