აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მილოცვებს – თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლადდანიშნული მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მილოცვის ნაცვლად უსამძიმრებენ, რაც ცოტა აბრაზებს. მისივე თქმით, ღიმილით უყურებს სამძიმარნარევ მილოცვებს.

“ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: “შენ ესენი [კულტურის სფეროს ადამიანები] პატიმრები არ გეგონოს, ესენი უფრო რთული ხალხია”, ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს. მეუბნებიან: “შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ”. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში”, – თქვა წულუკიანმა იმედთან.

დატოვეთ კომენტარი