აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“კომპრომისს სჭირდება ხელისუფლების სახით ადეკვატური მხარე”-ნინო ბურჯანაზე

თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლები უსაქმურები არიან და საქართველოში ტყუილად ივლიან, ძალიან ცდებიან, ის განწყობა, რომელიც დახვდათ ევროკავშირის წარმომადგენლებს და მათ თანმხლებ პირებს, ძალიან ძვირი დაუჯდებათ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შედეგიანად დასრულების მოლოდინი არ აქვს.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე კომპრომისი იქნება მიღწეული. კომპრომისს სჭირდება ადეკვატური მხარე ხელისუფლების სახით. ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ბატონი დანიელსონის ჩამოსვლამდე, ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ არ ჩამოხვიდე, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან საუბარს და რაიმე კომპრომისზე წამოსვლასო. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლები უსაქმურები არიან და საქართველოში ტყუილად ივლიან, ძალიან ცდებიან, ის განწყობა, რომელიც დახვდათ ევროკავშირის წარმომადგენლებს და მათ თანმხლებ პირებს, ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს არის არა ოპოზიციის, არამედ ევროკავშირის უპატივცემულობა, როდესაც პირდაპირ ეუბნები ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ ბატონი მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტი არაფერს წარმოადგენს. იმ 6 პუნქტიდან ორი პუნქტი ისე ამოაგდეს, როგორც არაფერი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც ოპოზიცია წააგებს, ბურჯანაძის თქმით, „თუ ოპოზიცია სამართლიან არჩევნებში წააგებს, ნამდვილად ხმას არ ამოიღებს“.

„თუ „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ დღეს ისინი არჩევნებს მოიგებენ, დანიშნონ და მოიგონ ეს არჩევნები. ძალიან კარგად იციან, რომ სამართლიან არჩევნებში წააგებენ. თუ სამართლიან არჩევნებში წავაგებთ, ნამდვილად ხმას არ ამოვიღებთ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვთქვი, რომ რამდენ პროცენტსაც მივიღებ – დავჯერდები, ოღონდ ვიცოდე, რომ არჩევნები არის სამართლიანი. უსამართლო არჩევნებში 2-ჯერ, ან 3-ჯერ მეტი რომ დამიწეროს ივანიშვილმა, ვიდრე მიღებული მაქვს, მაინც ჩემს პროტესტს გამოვხატავ. ჩემთვის მთავარია, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და არჩევნებმა ქვეყანაში აზრი არ დაკარგოს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

დატოვეთ კომენტარი