მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს ნიკა მელიას გირაო. გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს” მექანიზმით, ნოემბერში.
პუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე წერია, რომ გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს, როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
გენერალური პრიკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენლი.
პუბლიკის წყაროს ცნობით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.
ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.
მეტი ამბები
“იმედგაცრუებული ვართ” – აშშ-ს სახ.დეპი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა – სამხარაძე გახარიაზე
გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას – გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა