ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის, როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას-ნინო ბურჯანაძე

იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას და ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ, დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის დღეს ეხმაურება.

ნინო ბურჯანაძის თქმით, 31 მარტი, საქართველოს ისტორიაში არის დღე, რომელმაც სრულიად ერი გააერთიანა ერთი დიდი ნების წინაშე, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

„თითოეული ქართველი ამ დღეს გაიხსენებს დიდი ეროვნული გმირის და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიას სახელთან ერთად. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შეწირა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია 31 მარტს გამოცხადებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზმა და ოსმა ხალხმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დგას უდიდესი პრობლემის წინაშე, დაქსაქსული ტერიტორიები და შუაზე გახლეჩილი საქართველო. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას და ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ, დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას.” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

დატოვეთ კომენტარი