ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

შემზარავი ტრაგედია! – კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილმა თავი მოიკლა

28 მარტს „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ექიმის შვილი 27 წლის თორნიკე ორაგველიძე სასჯელს ქუთაისის N2 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მას შემდეგ, რაც დედის  გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულდა.

„პრაიმტაიმს“ პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

„N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში.

კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.

დატოვეთ კომენტარი