აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ოცნების” აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებით და სტიკერებით მივიდნენ

ხმაურია ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდაჭერები ცოცხებით და სტიკერებით მივიდნენ. ამბობენ, რომ ამით სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელ საქციელს აპროტესტებენ, როდესაც მათ მმართველი გუნდის ოფისზე სტიკერები გააკრეს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ ამ საქციელით სამოქალაქო აქტივისტებს სამაგიეროს უხდიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, “ქართული ოცნების” აქტივისტებს ოფისზე სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს.

დატოვეთ კომენტარი