ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

31 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სტუმ­რო­ბას სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის 87-ე იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­და, გამ­თე­ნი­ი­სას სტუმ­რებ­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, რად­გან ჩაშ­ლი­ლი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, აქ გა­ჩე­რე­ბა აღარ მო­ინ­დო­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის მას­პინ­ძე­ლი მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ეს უკვე მე­ო­თხე სტუმ­რო­ბა იყო.

ვინ არის მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი? – გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

“მე და ჩემს ქმარს სახ­ლის კარი ღია გვაქვს ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვის, მი­ღე­ბე­ბის­თვის, თე­მა­ტუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის, ამი­ტომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვერ ვი­ტყვი, რომ უც­ნო­ბია ჩვე­ნი ეს გა­ტა­ცე­ბა. უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვართ ამით და­კა­ვე­ბუ­ლი. მე მა­ინც ვერ ვუ­წო­დებ სა­კუ­თარ თავს კო­ლექ­ცი­ო­ნერს, თუმ­ცა­ღა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გვაქვს უკვე. ვში­შობ ჩვენს მო­ნა­გარს ვუ­წო­დო “კო­ლექ­ცია”, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა…“ – ამ­ბობს ქალი რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, თბი­ლის­ში

რამ­დე­ნი­მე წლის წინ წყუ­პი ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­თაც მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ზრდის. ამის გამო, დრო­ის დიდ ნა­წილს სამ­შობ­ლო­ში ატა­რებს. მი­რან­და რო­გორც სხვე­ბის წვე­უ­ლე­ბე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია, ასე­ვე თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ხში­რად აწყობს სა­ღა­მო­ებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ენა­ზე მღე­რის. ასე­ვე ხიბ­ლავს წამ­ყვა­ნო­ბა, სწო­რედ ის იყო 2011 წელს წი­ნან­დალ­ში რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი­სა და ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამ ქორ­წილს წლე­ბის წინ პრე­ზი­დენ­ტის რან­გში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც სტუმ­რობ­და.

 

მი­რან­დამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე დიპ­ლო­მიც კი არ აუ­ღია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­ზე ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და. წლე­ბის შემ­დეგ ამ ქორ­წი­ნე­ბას ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლებ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებ­და:

“ზა­ლი­კოს­თან ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვიც­ნობ­დი. ზა­ლი­კომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე, იმი­ტომ, რომ ერ­თად ცოტა ხანს ვი­ყა­ვით – ექ­ვსი თვე. თუმ­ცა, ის პირ­ვე­ლი ბიჭი იყო, ვი­საც ვა­კო­ცე და ცო­ლად გავ­ყე­ვი. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო დავ­შორ­დით. ისე­თი ტრა­გე­დია მქონ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რა არის? წა­ჩხუ­ბე­ბაც ხდე­ბა და დიდი კონ­ფლიქ­ტე­ბიც. დეპ­რე­სი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მებ­რძო­ლი ვარ. მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ისე მტკი­ო­და, ისე, რომ, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ვიგ­ლი­ჯე.

მაგ­რამ, რო­დე­საც წერ­ტი­ლი და­სას­მე­ლია, უნდა დას­ვა და იქი­დან გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცას “ბო­იფ­რენ­დი” ჰყავს, ვი­ღა­ცას – ქმა­რი. ჩემს ყვე­ლა “ბო­იფ­რენ­დს” უნ­დო­და ჩემი ცო­ლად მოყ­ვა­ნა და რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, როცა მიყ­ვარს, ეს ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არას­დროს მომ­ხდა­რა ისე, ვიყო ერთ ადა­მი­ან­თან და გა­მი­ტა­ცოს მე­ო­რემ. სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და არ ჩა­ი­ფერ­ფლე­ბო­და, მა­ნამ არ აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სხვა გრძნო­ბა…” – ამ­ბობ­და მი­რან­და.

მი­რან­და და მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად

 

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა

 

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქსე­ნია სობ­ჩანკთან ერ­თად

 

თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის დროს მისი ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა 90-იან წლებ­ში ისიც აპა­რებ­და მა­ღა­ზი­ებ­ში თა­ვის გა­მომ­ცხვარ ნამ­ცხვრებს. შემ­თხვე­ვით კი ნაც­ნო­ბი თუ შეხ­ვდე­ბო­და, ეუბ­ნე­ბო­და, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია მა­რი­ნა ბე­რი­ძე. 21 წლის იყო, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს. მი­რან­დას ახლო მე­გო­ბა­რი იყო მომ­ღე­რა­ლი ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძეც, რო­მელ­მაც ერთ დღეს სთხო­ვა, რომ ზუ­რი­კო ლა­ლი­აშ­ვილ­თან (მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე) გა­ყო­ლო­და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე.

“მახ­სოვს, ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გი­ტა­რა მო­ი­მარ­ჯვა და და­ი­წყო ერთ-ერთი ბო­შუ­რი მე­ლო­დი­ის დაკ­ვრა. გა­ვა­ჩე­რე, ეს სიმ­ღე­რა ასე არ იკვრე­ბა, სხვა ჰარ­მო­ნია აქვს-მეთ­ქი. თუ იცი, და­უ­კა­რიო და გი­ტა­რა გა­მო­მი­წო­და. რო­დე­საც დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, ამ დროს მა­რი­ნამ შე­მო­ა­ღო კარი, თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი და ცნო­ბი­ლი ტემ­ბრით ზუ­რას და­უ­ძა­ხა, ყურ­მი­ლი აი­ღეო. ხელ­ში შევ­რჩი მე, გი­ტა­რით ხელ­ში, გა­წე­წილთმი­ა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას მღე­რო­და. ასე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მა­რი­ნას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ, მას ისე­თი ად­გი­ლი აქვს, რო­მე­ლიც არას­დროს შე­იც­ვლე­ბა…” – ამ­ბობს მი­რან­და..

შემ­დე­გი იყო გას­ტრო­ლე­ბი “ორე­რას­თან” და „ივე­რი­ას­თან“ და 1995 წლი­დან ბევ­რი მოწ­ვე­ვის შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და მი­ლი­არ­დერ ქმარ­თან ერ­თად და ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­გაზვრე­ბი არი­ან. მი­რან­დას ჰყავს ერთი და მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მღე­რის და ხში­რად თან დაჰ­ყვე­ბა დას რო­გორც გას­ტრო­ლებ­ზე, ისე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას.

დები მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბი

 

მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და სოფო შე­ვარ­დნა­ძე

 

მე­დე­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ “კულ­ტუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი” და­ა­ფუძნა და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს. მი­რან­და მი­რი­ანშვი­ლი რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­თან და ელი­ტას­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნაა. ის ხში­რად იღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ რუს პერ­სო­ნებს.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, ორი წლის წინ “რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ცნო­ბი­ლი სკან­და­ლუ­რი მო­ნო­ლო­გის შემ­დეგ, ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყო მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლიც. ის სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-ჩარ­თვი­სას აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ, პირ­და­პირ ეთერ­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბის გამო.

https://www.ambebi.ge/

დატოვეთ კომენტარი