ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გამოცხადდება, თუ არა სრული კარანტინი – ეპიდემიოლოგთა პროგნოზი

გამოცხადდება, თუ არა სრული კარანტინი? – ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმში არიან.

პროგნოზები არც, თუ სასიამოვნოა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამოირიცხება ეპიდვითარება ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს.

დაწესდება, თუ არა დამატებითი შეზღუდვები ამ პროგნოზის თავიდან ასაცილებლად? – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

პრევენციის მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას პირბადეს, დისტანციას და ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ.

“არის თეორიული საფრთხე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეკომენდაციების დაცვა მოსახლეობის მხრიდან ნაკლებად ხდება. თუ ჩვენ რეკომენდაციების ზედმიწევნით არ დავიცავთ, ეს რისკებს ზრდის, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წავიდეს,” – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითრება რთულდება.

ეპიდსიტუაცია იძაბება, რთულდება და თუ ასე გაგრძელდება ჩვენ რეალურად აღმოვჩნდებით მესამე ფაზის მდგომარეობაში, რაც იქნება ძალიან დიდი, ფართო გავრცელების, ძალიან მძიმედ მიმდინარე.

თავშეყრის ადგილები, კლასტერების წარმოშობა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მესამე ტალღა რეალურად შემოვიდეს. თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ რეალურად მოგვიწევს რეალური შეზღუდვების განახლება,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა დევი ტაბიძემ.

დატოვეთ კომენტარი