ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

უმძიმესი კადრები – ქართველი ძალოსანი მძიმე ტრავმას სასწაულებრივად გადაურჩა

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრება ორჭიდის ჯამში პირველი მედალი მოიპოვა. 61კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველი მისვლა (155კგ) წარმატებით დაძლია, მეორე მისვლაში 159 კგ-ს შეეჭიდა თუმცა ხელის ტრავმის გამო აწევა ვეღარ შეძლო. წარუმატებელი გამოდგა მესამე ცდაც, რომელიც ორჭიდის ჯამში ოქროს მედლის ბედს წყვეტდა.

ამ ეპიზოდში შოთიკო მძიმე ტრავმას გადაურჩა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საბედნიეროდ სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

ვიდეო

დატოვეთ კომენტარი