აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

IRI – გამოკითხულთა 20%-ს ნინო ბურჯანაძე მოსწონს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე – კახა კალაძე 54%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა – ნიკა მელია, 40%-მა – ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა – დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა – არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა – სალომე ზურაბიშვილი, 29%-ს მოსწონს გიგი უგულავა, 27%-ს – შალვა ნათელაშვილი, 26%-ს – მამუკა ხაზარაძე, 26%-ს – ალეკო ელისაშვილი, 24%-ს ლევან ხაბეიშვილი, 21%-ს – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 21%-ს – ირმა ინაშვილი, 20%-ს – ნინო ბურჯანაძე, 17%-ს – ბადრი ჯაფარიძე.

დატოვეთ კომენტარი