ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

დიდი რესურსი დაიკარგა ოპონენტებთან მოლაპარაკებაში-ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტმა და შედეგად შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, მმართველ გუნდს არ მისცა საშუალება, ფოკუსირებულიყო ისეთ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს.

მისი თქმით, ძალიან დიდი დრო და რესურსი დაიკარგა ოპონენტებთან კომპრომისის მოძებნის მცდელობებში.

IRI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ითხოვს, რომ იყოს პოლიტიკური კონსოლიდაცია და პასუხისმგებლობით მიუდგნენ, მათ შორის, ოპოზიციური პარტიები, შევიდნენ პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ დროს ვკარგავდეთ და გვქონდეს ბოიკოტობანას თამაში, შეგვეძლო ყველას ერთად, კონსოლიდებურად გვემართა სიტუაცია.

ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაიკარგა იმაში, რომ ჩვენს ოპონენტებთან მივსულიყავით მისაღებ კონსენსუსამდე და ეს კრიზისი, თუ ხელოვნურად გამოწვეული ვითარება დასრულებულიყო, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს იმიჯსაც აზარალებს და არ გვაძლევდა საშუალებას, ფოკუსირებული ვყოფილიყავით იმაზე, რაც მართლაც აწუხებს მოსახლეობას და არაც ამ კვლევაშიც აისახა – ეს არის უმუშევრობა, ლარის კურსის არასტაბილურობა, მზარდი ფასები და ყველა ის ეფეექტი, რაც მოჰყვა პანდემიას,”- აცხადებს მინისტრი.

დატოვეთ კომენტარი