შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად დღის წესრიგში ისევ დადგეს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა და განმარტა რომ ამ ეტაპზე, შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვება სიტუაციაზე:
„დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება.
დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მეტი ამბები
წლების წინ ვნახე როგორ სცემდა შეყვარებულს აუდიტორიაში – ზანგურის მორიგი მხილება
დღეს უბრალოდ ხმაურიც კი აგვიკრძალეს, პროტესტი არ შეწყდება – გოლეთიანი
ნინო ბურჯანაძე: მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ „ნამახვან ჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ