სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნათესავების ინფორმაციით, ენგურის სანაპიროზე მეოთხე ცხედარიც იპოვეს

მდინარე ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაციას ნათესავები ავრცელებენ. ცხედარი მათი თქმით, სოფელ ორსანტიას ტერიტორიაზეა ნანახი.

მეოთხე გარდაცვლილს, რომელიც სავარაუდოდ ადიდებულმა ენგურმა გაიტაცა დილიდან ეძებენ. სამი გარდაცვლილი მაშველებმა სოფელ შამგონას ტერიტორიაზე დილით ამოასვენეს წყლიდან.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი