აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბათუმში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ოზურგეთიდან, ბათუმის საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი