აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გორში ძაღლი წამებით მოკლეს

გორში ძაღლი წამებით მოკლეს.  შემთხვევა დღეს, კომენდანტის საათის დაწყებამდე, გორის საკათედრო ტაძართან მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელს.

როგორც “მთავარს” ცხოველთა უფლებადამცველმა, ირმა მთიულიშვილმა უთხრა, მსგავსი სისასტიკით ქალაქში ძაღლებს ხშირად კლავენ, ამაზე კი პოლიცია არ რეაგირებს.

ტაძართან ახლოს, კიროვის ქუჩაზე ნახეს წამებით მოკლული ძაღლი, ფეხები აქვს შეკრული. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტები ხშირია. მოვითხოვ, პოლიციამ მოახდინოს სათანადო რეაგირება, მათ ამას კანონი ავალდებულებთ. ამოიღონ კამერების ჩანაწერები და დაადგინონ, ვინ ჩაიდინა ეს სისასტიკე. რეაგირება რომ არ მოჰყვეს ამ ამბავს, სამარცხვინო ქალაქი უნდა ვიყოთ, – ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი.

ავტორი
დატოვეთ კომენტარი