აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რატომ შეხვდა გახარია გომელაურს?

გასულ კვირას, საინტერესო გადაადგილებები მოხდა ძალოვან უწყებაში. ერთბაშად რამდენიმე მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს და ისინი… კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. ჰო, უფროსებს მოადგილეებიც მიაყოლეს და როგორც გვეუბნებიან, ეს გათავისუფლებები გახარიასთან პირდაპირ კავშირშია. ანუ, თანამდებობები დატოვეს თუ დაატოვებინეს იმ პირებს, რომლებიც გახარიას შს მინისტრობის დროს დაინიშნენ. არადა, „ბოროტი ხმები“ ამბობენ, გასულ კვირას, გახარია ვახტანგ გომელაურს პირადად შეხვდა და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებულიო. ძალიან, ძალიან საეჭვოდ ისმის გახარიას გარშემო გომელაურისა და ანზორ ჩუბინიძის სახელი და გვარი და ახლა, ამ ტრიოს კალაძეც თუ დაემატება, „ოცნება“ კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის იმედადღა რჩება.

ფაქტია ისიც, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს მედიასთან კონტაქტი არ სურს. ანზორ ერქომაიშვილის სამძიმარზე მისულ ივანიშვილს საჭიროზე მეტი დაცვა ახლდა, რომლებმაც ივარგეს და ჟურნალისტები მასთან „სათოფეზე“ თუ „სამიკროფონოზე“ არ მიიკარა.

ანი დვალიშვილი, “ალია”.
დატოვეთ კომენტარი