მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“უცნობის” აქცია – სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულებისა და “კაი ბიჭების” შეკრება რიყეზე გამოქვეყნდა: 18 წუთის წინ

“ევროპის მოედანზე” გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის “მდუმარე” აქცია მიმდინარეობს. აქციისთვის საჯარო მოხელეები, საკრებულოს, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშროლმები, ასევე “კაი ბიჭები” თბილისში სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს.

მათი უმრავლესობა, “მთავარს” უდასტურებს, რომ საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები და აქციაზე მისვლით პატრიარქს უჭერენ მხარს.

“აი დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ ეს ჩვენ ვართ საქართველო, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა, ეს საქართველოა მრავალჟამიერის, ჩაკრულოსი, შენ ხარ ვენახის და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული”, – თქვა გია გაჩეჩილაძემ “მდუმარე” აქციაზე. 

აქციაზე შეკრებილები “მთავარი არხისა” და მისი ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის სიმცირეა.

“მოვედით იმიტომ, რომ გამოვახტოთ ჩვენი მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ, ოპოზიციის მიმართ სასტიკად [ვარ განწყობილი] მიმაჩნია, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, “ქართული ოცნება” აკეთებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს, შეიძლება ბევრი ნაკლიც აქვს, გავრილოვი და პოზნერი “ოცნებას” არ ჩამოუყვანია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“მდუმარე” აქციის მონაწილეები მხსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

დატოვეთ კომენტარი