ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“უცნობის” აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიდიან

“უცნობის” მდუმარე აქციის მონაწილეებმა რიყედან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოსთან კი ამ დროისათვის სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები იმყოფებიან.

პარლამენტთან მყოფი აქტივისტები პროვოკაციებს ელოდებიან და სამართალდამცველებს მოუწოდებენ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში დროული და კანონიერი ზომები მიიღონ.

თუმცა, ჯერჯერობით პარლამენტის წინ სამართალდამცველების მცირე რაოდენობაა.

ცნობისთვის, დღეს 13:00 საათიდან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] მდუმარე აქციას “საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” მართავს. აქციაზე იმყოფებიან საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანები. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის მიმართ. არც იცავენ სოციალური დისტანცირებისა და სხვა კოვიდრეგულაციებს. თავად უცნობი ამბობს, რომ აქცია აპოლიტიკური და პატრიარქის მხარდასაჭერია, თუმცა, აქციაზე ოპოზიციას აკრიტიკებსა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი