მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

იმუშავებს თუ არა უქმე დღეებში ტრანსპორტი – თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღები ტრანსპორტის მოძრაობას არ შეეხება.

“ეს არ ეხება ტრანსპორტს, ეს ეხება დასვენების დღეებს. ამ შემთხვევაში დეტალები დაზუსტდება და გახდება ცნობილი საჯარო და კერძო სფეროებისთვის დამატებით” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის,  თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი