მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა იყო პრინცი ფილიპის უკანასკნელი სურვილი

პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი მშვიდად, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვალება იყო – ბოლო სურვილი მას შეუსრულდა.

როგორც უცხოურ გამოცემას სამეფო ოჯახთან დაახლოეულმა წყარომ უთხრა, ჰერცოგს უინძორის სასახლეში მშვიდად სიკვდილი სურდა.

„ჰერცოგის გულწრფელი სურვილი იყო მშვიდად მომკვდარიყო სახლში. ჩვენ ვიცოდით, რომ როდესაც სახლში მიიყვანეს, იგი გარდაიცვალა ისე, როგორც მას სურდა. არა საავადმყოფოს საწოლში, არამედ საკუთარ სახლში“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

გარდა ამისა, პრინცმა ფილიპმა გარდაცვალების წინ სურვილი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პანაშვიდი არ გამართულიყო. ამის ნაცვლად, მან უინძორის წმინდა გიორგის სამლოცველოში სამხედრო დაკრძალვის გადახდა ითხოვა.

პრინცი ფილიპი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი გუშინ, 9 აპრილს გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი