მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ტრაგედია თურქეთში

თურქეთში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 26 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა კონია -აქსარაის საავტომობილო გზაზე მოხდა. რუსი ტურისტების ავტობუსი კაბადოკიისკენ მიემართებოდა, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოყინულ გზაზე მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი თხრილში გადავარდა და ამოტრიალდა.

დაშავებულები კონიასა და სელჩუკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი