ივლისი 30, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ფრთხილად!-გაფრთხილება მშობლებს

ფრთხილად! სკვერში საბავშვო ატრაქციონებზე დამაგრებული “ბრიტვით” ბავშვმა დაზიანება მიიღო – გაფრთხილება მშობლებს

საზარელი შემთხვევა ერთ-ერთ სკვერში სოციალური ქსელის მომხმარებელმა დააფიქსირა. ანამარი კვახაძე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ატრაქციონებზე, ე.წ. ბრიტვებია დამაგრებული. ასევე, იმავე სკვერში, ქვიშაში ჩამალული „ბრიტვებიც“ ფოტოზე აღბეჭდა. ის ბავშვის ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, “ბრიტვით” პატარამ დაზიანება მიიღო.

 

“როგორი არაადამიანი უნდა იყო, რომ ეს გაიფიქრო და გააკეთო, შოკში ვარ!

საზოგადოებას და მშობლებს გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ სათამაშო მოედნებზე, ბავშვების უსაფრთხოება ჩვენ უნდა დავიცვათ ამ არაადამიანური და სატანის მოციქულებისაგან!

ასეთები უნდა დაისაჯონ კანონით! – წერს მომხმარებელი.

დატოვეთ კომენტარი