მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უჩივლა თინა ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილს” – გიორგი ლილუაშვილი

სამხედრო ექიმმა, იურისტმა და ეკონომისტმა გიორგი ლილუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა:

“თინა ხიდაშელმა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს უჩივლა ბიძინა ივანიშვილს. მაშინ ქართუ ფონდის ცენტრალური ოფისის ტერიტორიასთან დაკავშირებითაც ასევე დავა იყო. მან იქ უკანონოდ მიისაკუთრა სხვა მესაკუთრეების მიწის ნაკვეთები, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ეს მიწები რამდენად იყო კანონიერი იმ მესაკუთრეებისთვის, რომლის დატაცება მოხდა ხუნტის დროს და შევარდნაძის ტირანიის დროს. რაც შეეხება ბიზნესცენტრის ტერიტორიას, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მშენებლობა შეჩერებული იყო. სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა მის დემონტაჟთან დაკავშირებით. მერე ივანიშვილი სააკაშვილთან გავიდა ფინანსურ გარიგებაზე და ამიტომ თანამშრომლობდნენ. აფინანსებდა ბევრ საკითხებში და ბუნებრივია, ტყუილად არ აფინანსებდა. სარგებელი ჰქონდა ერთსაც და მეორესაც – ეკონომიკური და პოლიტიკური. თინა ხიდაშელი კი თავის გუნდში გადაიყვანა.

ივანიშვილი აფინანსებდა საბჭოთა პერიოდის პრივილეგირებულ ინტელიგენციას და ესენი გამოიყენა როგორც პოლიტიკური აქტივი ხელისუფლებაში მოსასვლელად. აბა, ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძის რეჟიმის მიერ გაღატაკებულ ადამიანებს არასდროს დახმარებია. არ დახმარებია სააკაშვილის ჯურღმულებიდან ნაწამებ ასეულ ათასობით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა, ისიც კი არ შეასრულა. 

მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით – ვეტერანი ქალბატონი ნინო ფოფხაძე სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოაგდო ავადმყოფ შვილთან ერთად იმ მიზეზით, რომ ეს სამხედრო ბინები კარგ ადგილზე არისო. მერე ნახევრად სარდაფში შეყუჟული ივანიშვილის პრემიერობის დროს გამოაგდეს იმ სარდაფიდან. ქალბატონმა ნინო ფოფხაძემ გაჭირვებაში დალია სული. მისი ოჯახის წევრებიც ასეთ მდგომარეობაში არიან”, – განუცხადა “ალიას” ლილუაშვილმა.

წყარო: ალია

დატოვეთ კომენტარი