ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თამარ ივერი-“გაფრთხილდით”!!

SPAR ი ყველაზე სამარცხვინო მარკეტი ხართ ქალაქში და პირველად არ აკეთებთ ამას თქვენი სატყუარა “აქციებით”.ნულს ქვემოთ ხართ.აღარაფერს ვამბობ პროდუქციით!!
გუშინ მეუღლემ იყიდა კრეკერები,რასაც 1.35ლ ეწერა ფასდაკლებით.სალაროში კი 1.95ლ ად გაუტარეს.როცა მეუღლემ პრეტენზია გამოხატა და …ვითომ სადღაც გადარეკეს და უპასუხეს:”დიახ 1.95ლ ღირს….არ ვიცით რატომ ადევს ასე…შეიძლება იყო რაიმე აქციაო”.თავად დაიბნენ.
მომხმარებელი ხედავს რომ რაღაც არის აქციაში და ღირს გარკვეული თანხა….რა უფლებით ატყუებთ თქვე თაღლითებო და რაღაც ისტორიებს თხზავთ?კი არა,იმის იმედი გაქვთ რომ მყიდველი დახლზე დაეხარბება რადგან აქციაშია ყიდვას…და მერე გადახდისას აღარ შეამოწმებს ქვითარს და ამ თაღლითურ სქემას მისდევთ წარმატებით.თან ბევრ საქონელზე გედოთ მსგავსი თაღლითური “ფასდაკლებები”.ეს აფერისტული მახე მხოლოდ თქვენს მარკეტში არ შეიმჩნევა,მაგრამ ყველას სათითაოდ “დაგთვლით” და გამოგააშკარავებთ.
რაც მთავარია,ხალხი უნდა გაფრთხილდეს რომ რა ფასიც მათ სატყუარა “აქციებში” წერია…ზუსტად ის რომ ამოაგდოს მოლარის მონიტორმა.აკონტროლეთ!!დააკვირდით!!! არ წამოეგოთ მათ სატყუარა აქციებს!!!
წერს,თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
დატოვეთ კომენტარი