ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“სვანი რომ ვარ, იმიტომ არ მეცხოვრება თბილისში?” – ემზარ კვიციანი

დოლაბაურის ქუჩის მაცხოვრებლები, ბოლო წლებია, ხმაურსა და აყალმაყალს უკვე მიეჩვივნენ. იქ მცოხვრებ
მეტრეველების ოჯახს პერიოდულად “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი დეპუტატი უვარდება და უძრავი ქონების დათმობას ითხოვს.

ამჯერადაც, ემზარ კვიციანი მრავალშვილიან ოჯახს 50-მდე ნათესავთან ერთად დაადგა და სახლის დაცლა
მოითხოვა, იმისი მიუხედავად, რომ მისი პრეტენზიები 2 ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო და საქმე აღარც უზენაესმა მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ყველაფერი გარკვეულია, ადგილზე მისული პოლიცია მხარეებს მაინც დაბნეული უყურებს და ვახტნაგ გორგასლის ორდენოსანი ვეტერანის ოჯახს მისი მოგერიება საკუთარი ძალებით უწევს. ბინაც, თავის დროზე, 15 წლის წინ, სწორედ თავდაცვის სამინისტრომ განკარგა. ამიტომ კვიციანის მუქარის სამიზნე მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც აღმოჩნდა.

ვიდეო

დატოვეთ კომენტარი