მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

ორი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ტალახაძემ ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა.

ამის შემდეგ გამოვიდა ლაშა ტალახაძის კონკურენტი გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში გადაასწრო, რის შემდეგაც ლაშა ტალახაძე 253 კგ-იან შტანგასთან მივიდა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. რითაც მან თავისივე რეკორდი (484 კგ) გააუმჯობესა.

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდის.

დატოვეთ კომენტარი