ივლისი 30, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბესო ზანგური განცხადებას ავრცელებს

„ვინ არის თუთა ინაშვილი რომ მე მიკრძალავს და ამბობს არ აპირებს ჩემთან თამაშს? რა გააკეთა? რა ამბიციებია?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მსახიობი ბესო ზანგური წერს.

ის მსახიობ თამთა ინაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა და ბესო ზანგურთამ სპექტაკლში თამაშზე, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა.

ზანგურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):

„ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე, ან იმ ბოტების შემოსევაში, გუშინ რომ რუსთაველის გვერდს შეესიენ?

ამხელა კაცს რობერტ სტურუას როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი, შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ! ახლა კინაღამ დამავიწყდა სა”ლ”ამი (თუთა) თამუნა ერთ-ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ.

სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ…და …გადიხარ კარგად აკეთებ ამას სულ მავიწყდები შიგადაშიგ. მსახიობი თუთა ერთხელ არ მოვიდა სპექტაკლზე, ეგონა ჩააგდებდა და დაარტყავდა რუსთაველის თეატრს ნაციონალური მოძრაობის აქციის გამო. მსახიობი, რომ სპექტაკლის ჩაგდებას ეცდები და სამაგალითოდ არ გაგისვრიან ეს ცალკე სტურუას ლოიალური დემოკრატიაა!!!

იმედია მალე შეცვლის ამ დამოკიდებულებას სხვათა შორის სპექტაკლი არ ჩავშალეთ..ისე ვითამაშეთ არც დაემჩნა მისი ყოფნა, არ ყოფნა არც სპექტაკლს და თეატრს მითუმეტეს… და ხალხს ნუ ატყუებთ ეგ ერთადერთი სპექტაკლი სადაც შემოდიხარ….და…გადიხარ!-მოხსნილია .ასე რომ დამშვიდდი. დლოსები ცქალა. აქციისკენ“,- წერს ზანგური.

დატოვეთ კომენტარი