მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“იმედგაცრუებული ვართ” – აშშ-ს სახ.დეპი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ამერიკის ხმამ“ ამერიკის დიპლიმატიური უწყების განცხადება მოიპოვ. გამოცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარს აქვეყნებს.

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრეს-სპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.

დეპარტამენტი იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტრესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“ – ნათქვამია სტატიაში.

დატოვეთ კომენტარი