მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან მიდის?! – „მოდით და მოაწყეთ ორგიები“

რეჟისორი რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 დაიწყეს რეპრესიები!“, – წერს რობერტ სტურუა.

რეჟისორის პოსტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და სტატუსზე უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა.

რამდენიმე კომენტარს რობერტ სტურია გამოეხმაურა და თეატრიდან წასვლა დააანონსა: “დამშვიდდი კუდიანო ანუშკა, მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი გადარეულმა ისტერიჩკებმა”, “ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები”, არ მაინტერესებს, მორჩა მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა”.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

ბესო ზანგური კი უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

ამასთან, მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს. ინფორმაციას თავად მაყაშვილი ადასტურებს.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი